რა უნდა იცოდეთ  უცხოელთა დასაქმების ახალი რეგულაციების  შესახებ?

2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში ამოქმედდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ეხება მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელთა დასაქმებასა და ეკონომიკურ საქმიანობას. აღნიშნული ცვლილებები „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ მიზნად ისახავს შრომის ბაზრის რეგულირებას, ადგილობრივი სამუშაო ძალის დაცვას და უცხოელთა დასაქმების პროცესის გამჭვირვალობის  ზრდას.

რა შეიცვალა 2026 წლის 1 მარტიდან?

  • ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობის დაწყება
  • ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება (მათ შორის დისტანციურად)
  • სამეწარმეო ან დამოუკიდებელი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება

რას ნიშნავს შრომითი  საქმიანობის უფლება?

შრომითი საქმიანობის უფლება წარმოადგენს სპეციალურ ადმინისტრაციულ ნებართვას, რომელიც უცხოელს აძლევს შესაძლებლობას:

  • იმუშაოს კონკრეტულ დამსაქმებელთან
  • ან განახორციელოს დამოუკიდებელი ეკონომიკური საქმიანობა

აღნიშნულ უფლებას გასცემს სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“.

მნიშვნელოვანია, რომ:

  • უფლება გაიცემა კონკრეტულ დამსაქმებელზე და პოზიციაზე
  • თვითდასაქმებულის შემთხვევაში  კონკრეტულ სფეროზე/საქმიანობაზე
  • მისი გადაცემა სხვა პირზე დაუშვებელია

განაცხადის პროცესი და პლატფორმა

შრომითი საქმიანობის უფლების მიღება ხორციელდება სრულად ელექტრონულად სპეციალური პორტალის მეშვეობით:
👉 www.labourmigration.moh.gov.ge

  • შრომითი იმიგრანტის შემთხვევაში განაცხადს წარადგენს დამსაქმებელი
  • თვითდასაქმების  შემთხვევაში  თავად უცხოელი

შრომითი იმიგრანტის დასაქმების პროცედურა

1. ვაკანსიის გამოქვეყნება

დამსაქმებელი ვალდებულია მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე განათავსოს ვაკანსია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში:
👉 www.worknet.moh.gov.ge

2. ადგილობრივი კადრის მოძიების პრიორიტეტი

თუ 10 სამუშაო დღის განმავლობაში ვერ მოიძებნა შესაბამისი ადგილობრივი კანდიდატი, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება უცხოელის დასაქმების პროცედურის გაგრძელება.

3. სააგენტოსთვის განაცხადის წარდგენა

დამსაქმებელი წარადგენს შესაბამის განაცხადსა და დოკუმენტაციას სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში.

თვითდასაქმებული უცხოელების  რეგულაცია

თვითდასაქმების მსურველი უცხოელი:

  • თავად წარადგენს განაცხადს
  • გადის სავალდებულო ვიდეო გასაუბრებას
  • ადასტურებს განაცხადს ელექტრონულად

პასუხისმგებლობა დარღვევის შემთხვევაში

  • შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობა გამოიწვევს:
    • დამსაქმებლის დაჯარიმებას – 2 000 ლარი (თითოეულ უცხოელზე)
    • უცხოელის დაჯარიმებას – 2 000 ლარი
  • თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში:
    • უცხოელი და მომსახურების ორგანიზატორი დაჯარიმდებიან – 2 000 ლარით
  • განმეორებითი დარღვევა:
    • ჯარიმა იზრდება – 4 000 ლარამდე
  • განმეორებითი სამართალდარღვევის ჩადენა სანქციის დაკისრების შემდეგ:
    • ჯარიმა შეადგენს – 12 000 ლარს

დასკვნა

2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედებული ცვლილებები არსებითად ცვლის უცხოელთა დასაქმების პრაქტიკას საქართველოში. ახალი წესები აძლიერებს კონტროლს, ზრდის ადმინისტრაციულ მოთხოვნებს და ამავდროულად ქმნის უფრო სტრუქტურირებულ და გამჭვირვალე სისტემას.

როგორც დამსაქმებლებისთვის, ისე უცხოელებისთვის მნიშვნელოვანია წინასწარ დაგეგმონ დასაქმების პროცესი და უზრუნველყონ კანონმდებლობის სრული შესაბამისობა, რათა თავიდან აიცილონ როგორც ფინანსური, ისე სამართლებრივი რისკები.

რეკომენდაცია

პრაქტიკაში, აღნიშნული რეგულაციების სწორად შესრულება ხშირად დაკავშირებულია პროცედურულ სირთულეებთან და დოკუმენტაციის სიზუსტესთან.

შესაბამისად, მიზანშეწონილია პროცესის დაწყებამდე მიიღოთ კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს უარყოფითი გადაწყვეტილების ან სანქციების დაკისრების რისკს.

Share

Facebook
WhatsApp
X
LinkedIn
Telegram